Wednesday, June 13, 2012

ბავშვის განვითარება - ლორა ბერკი

სახელმძღვანელოში ხაზგასმულია ბიოლოგიისა და გარემოს როლი ბავშვის განვითარებაში. ბავშვის მყისიერი გარემოს - ოჯახის, სამეზობლოსა და სკოლის გარდა სახელმძღვანელოში განხილულია უფრო ფართო სოციალური სტრუქტურების როლიც. ავტორი წარმოგვიდგენს როგორც კლასიკურ, ასევე თანამედროვე თეორიებს წერის მკაფიო, საინტერესო სტილით, რასაც კვლევაზე აგებული და რეალური უამრავი მაგალითით ამდიდრებს. წიგნში მოცემულია ფიზიკური, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ურთიერთკავშირი. ის საინტერესო იქნება ფსიქოლოგიით დაინტერესებული სტუდენტების, ამ სფეროს მკვლევარების, კლინიკური ფსიქოლოგიის სპეციალისტებისა და ბავშვის ჰოლისტური განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისათვის.

http://library.iliauni.edu.ge/ilib/node/92

სლაიდი

რჩევები მშობლებს

„არ შევჭამ…“, „არ დავიძინებ…“, „მეზარება კბილების გახეხვა…“, „მე რატომ უნდა ვიმეცადინო, ხომ ხედავ, ჩემი ძმა(და) არაფერს აკეთებს…“…ნაცნობი სიტუაციაა? გაგჩენიათ განცდა, რომ თქვენი დამჯერი შვილი ერთ დღეში შეიცვალა? ბავშვი უცბად გახდა ჯიუტი,მომთხოვნი,გაღიზიანებული. რა თქმა უნდა, ცვლილებები ნელ–ნელა იწყება, უბრალოდ ყურადრების გამახვილება უკვე გამწვავებულ პერიოდშიხდება. მსგავს პრობლემას პრაქტიკულად ყველა მშობელი აწყდება. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ასეთი ცვლილებები ნორმალურია და გარკვეულკანონზომიერებას ემორჩილება. ბავშვი არათანმიმდევრულად ვითარდება.იგი ხან მშვიდ და სტაბილურ პერიოდებს გადის, ხანაც – ე.წ. კრიზისულს. დაფიქრებულხართ რამდენი კრიზისული ეტაპის გადალახვა უწევს ადამიანს ტავისი ცხოვრების განმავლობაში? ბავშვთა კრიზისულ ასაკს განეკუთვნება: • პირველი წლის კრიზისი • 3 წლის კრიზისი • 7 წლის კრიზისი • მოზარდობის პერიოდის კრიზისი (12-15 წელი) პირველი წლის კრიზისი: ამ პერიოდში გადაადგილების ძირითად ფორმას წარმოადგენს სიარული. იზრდება აკრძალული და საშიში ნივთების ნუსხა. უამრავი „არა“ კი პროვოცირებას უკეთებს ბავშვის მძაფრ რეაქციებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოზრდილებს არ ესმით ბავშვის სურვილი, სიტყვები და მიმიკა, ან არ ასრულებენ მათ. 3 წლის კრიზისი: ეს არის საკუთარი „მე“-ს გამოყოფის ეტაპი. ვლინდება პირველადი თვითშეფასება. ბავშვი ცდილობს იმოქმედოს სიტყვებით „მე თვითონ.“ დაჟინებით ითხოვს რაღაცას, უნდა რომ მის სურვილებს ითვალისწინებდნენ. კრიზისი ყველაზე მძაფრად სოციალურ ურთიერთობებში ჩანს. ის შეიძლება გამოვლინდეს დესპოტიზმში, ეჭვიანობაში, გაღიზიანებაში. განსაკუთრებით ძლიერია ბავშვის პროტესტი ავტორიტარული აღზრდის დროს. საჭიროა მოთმინება და გამოსავლის მოძებნა. თუ გარშემომყოფები უგებენ ბავშვს და მზად არიან პარტნიორული ურთიერთობებისთვის, მაშინ კონფლიქტი შეიძლება აცილებულიც იქნას. 7 წლის კრიზისი: ყოველი კრიზისული პერიოდი – ეს არის განვითარების ახალი ეტაპი, როცა ბავშვს ახალიწარმოდგენები უჩნდება „ზრდასრულობაზე“. ერთი შეხედვით, თითქოს უფრო მეტს კარგავს, ვიდრე იძენს, თუმცა კრიზისის დამთავრების შემდეგმშობელი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი განვითარების ახალ, უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა. შემდეგ იწყება ხანგძლივი,შესამჩნევად მშვიდიპერიოდი, როცა ბავშვი ახალი უნარ–ჩვევების დაუფლებას სწავლობს.ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ცვლილებებისმიღება ნელ–ნელა ხდება. იმისათვის რომ ბავშვმა ახალი წესები და მოთხოვნები დაიცვას, ის ჯერ უნდა შისწასვლოს, ხოლო სანამ შეისწავლის,დაარღვიოს კიდევაც. . მაგალითად, სანამ ვასწავლით, რომ ყოველ დღე სკოლაში მიცემული დავალება უნდა მოამზადოს, პერიოდულად გაჯიუტდება,დაეზარება, ათას მიზეზს მოიგონებს, რომ დრო გაიყვანოს, მერე კი თანდათან მიეჩვევა და მეცადინეობა ყოველდღიურ,უაცილებელ ჩვევადჩამოუყალიბდება (ეს, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მშობელი კარგად აკონტროლებს დღის რეჟიმს). გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვების ქცევა გარემო სიტუაციაზეა დამოკიდებული. ქცევის ნეგატიური სიმპტომები უფრო მეტად ჩვეულგარემოში იჩენს თავს. ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ სახლში შესაძლებელია ბავშვი ცელქი, კაპრიზული და დაუმორჩილებელი იყოს, სკოლაში კიმასწავლებლის ყველა მითითებას ზედმიწევნით ასრულებდეს. რა ახასიათებს 7 წლის კრიზისს? ამ პერიოდის ერთ–ერთი მახასიათებელია ე.წ. „პაუზები“. ნებისმიერ თხოვნას, მითითებას, ბრძანებასა და ბავშვის რეაქციას შორის გარკვეულიპაუზა ჩნდება. თითქოს ბავშვს არ ესმის, რას ეუბნებიან. გარდა ამისა, ხშირად კამათობს, აპროტესტებს მოთხოვნებს და საკუთარი თავის დასაცავადსხვადასხვა არგუმენტებს ეძებს. ცდილობს დიდივით მოიქცეს. დიდივით საუბრობს, ქცევაც, როგორც წესი, მშობლების ქცევის გასარჟებულვარიანტს წარმოადგენს. ამ პერიოდში ბავშვები იწყებენ საკუთარ გარერგნობაზე ზედმეტი ყურადღების მიქცევას. ეს უფრო გოგონებს ეტყობათ.მათთვის მთელ ცერემონიალადიქცევა ხოლმე გარეთ გასვლის წინ ტანსაცმლის შერჩევა. მოზარდობის კრიზისი (12-15 წელი): უპირველეს ყოვლისა უნდა ვიცოდეთ, რომ ზღვარი კრიტიკულ და მშვიდ პერიოდებს შორის არ იგრძნობა. ის ნელ-ნელა შედის განვითარებისფაზაში და მშობლები, როგორც წესი, ცვლილებებს კრიზისის შუაში, პიკისას, გრძნობენ. მოზარდს ადვილად შეამჩნევთ სიჯიუტეს, სწავლაშიმიღწევის დონისა და შრომისმოყვარეობის დაცემას, ხშირია გარშემომყოფებთან კონფლიქტური სიტუაციები. გასათვალისწინებელია, რომ ბიჭებიუფრო რთულად გადიან ამ პერიოდს. ფსიქოლოგები ამ პერიოდს მოიხსენიებენ, როგორც „სქესობრივი მომწიფების ნეგატიურ ფაზას“. საერთოდ, ნეგატივიზმი ამ პერიოდს ყველაზემეტად ახასიათებს, არასდროს ისე შორს არ არის ადამიანის „მე“ და გარე სამყარო, როგორც ამ ასაკში. ყველაზე მეტად რაც მოგხვდებათ თვალში,ბავშვი შესაძლებელია სკოლაში ისეთ საგნებშიც კი ჩამორჩეს, რომელშიც ნიჭიერი და წარმატებულია. განსაკუთრებით იგრძნობა შემოქმედებითსაქმიანობაში, რადგან ბავშვი ამ დროს მექანიკურ დაცალებებს უფრო ადვილად ასრულებს. მიზეზი კი ისაა, რომ მოზარდი განვითარების ახალსაფეხურზე გადადის, როცა კონკრეტულ აზროვნებას ლოგიკური აზროვნება ანაცვლებს. ამას დრო ჭირდება. ბავშვი გაგებასა და დედუქციასსწავლობს. თქვენ შეამჩნევთ, რომ მოზარდი ხშირად აკრიტიკებს სხვის მოსაზრებებს და მათ მისაღებად მტკიცებულებებს ითხოვს. აგრეთვეშეამჩნევთ, რომ თუ მანამდე ხატვა უყვარდა, ეხლა უფრო მეტად მუსიკით დაინტერესდება (მუსიკა ხელოვნების ყველაზე აბსტაქტული ფორმაა). აზროვნების განვითარებასთან ერთად იწყება გაძლიერებული თვითაღქმა, საკუთარ განცდებზე დაკვირვება,. ამ პერიოდში მოზარდები ხშირადიწყებენ დღიურების წერას (უმეტესად გოგონები). ხდება შინაგანი სასმყაროსა და ობიექტური რეალობის ერთმანეთისგან დაშორება. როგორც აღვნიშნეთ, მოზარდობის კრიზისის ძირითადი მახასიათებელია ნეგატივიზმი (ძალიან გავს 3 წლის კრიზისს). ბავშვი თითქოსცილდება გარემოს, გაღიზიანებულია, მიდრეკილია ჩხუბისა და დისციპლინის დარღვევისკენ. ამავე დროს, შინაგანად შფოთავს და მარტოობასესწრაფვის. ნეგატივიზმი ბიჭებთან უფრო თვალშისაცემია, ოღონდ ცოტა უფრო მოგვიანებით იწყება, დაახლოებით 14–15 წლის ასაკში. ზოგადად ითვლება, რომ კრიზისის ყველა მახასიათებლის გავლა მხოლოდ 20% –ს უწევს. მათ მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ქცევები აქვთ. ესმდგომარეობა შესაძლებელია რამდენიმე კვირა , ან დიდი პერიოდი გრძელდებოდეს, როცა ბავშვი ამოვარდნილია ოჯახის ცხოვრებიდან,გაღიზიანებულია, ან, პირიქით, ჩაკეტილია საკუთარ თავში. ბავშვების უმრავლესობა – 60% ე.წ. „პოტენციური ნეგატივისტები“ არიან. ანუ პრობლემები თავს იჩენს მხოლოდ ზოგიერთ სიტუაციაში (მაგ.ოჯახური კონფლიქტების დროს, სკოლის დამთრგუნველ გარემოში). დაბოლოს, ქცევის ნეგატიური გამოვლინება სასერთოდ არ შეიმჩნევა ბავშვების 20%–ში. ამიტომ ლოგიკურად გაჩნდა ვარაუდი, რომ ნეგატივიზმიარასწორი პედაგოგიური დამოკიდებულების ბრალია. სწორედ ამიტომ, გვინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ აუცილებელი არაა თქვენმა შვილმა კრიზისის ყველა საფეხური ზედმიწევნით ზუსტადგაიაროს და ყველა ის პრობლემა შეეხოს, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ. ბავშვები კრიზისულ პერიოდებს განსხვავებულად გადიან და რაც უფრო მეტისიყვარული, ურთიერთგაგება და სითბოა ოჯახში, მით უფრო მარტივად ლახავენ პრობლემებს. რჩევები მშობლებს: კრიზისულ პერიოდებს, ბავშვებთან ერთად მშობლებიც გადიან. მათაც არანაკლებ უჭირთ, რადგან აღზრდის პრინციპები ხანდახან ჩიხში შედის და შვილთან გაუცხოებას გრძნობენ. თუ მშობელი დროულად ახერხებს ძველი ქცევის ახალი, უფრო კონსტრუქციული და ეფექტური ქცევით შეცვლას,კრიზისის დაძლევა ადვილად და მალე ხდება. მაგრამ თუ იგი ძველი ფორმების შენარჩუნებას ცდილობს, ეს გარდაუვალ პრობლემას ქმნისბავშვისთვისაც და თავად მშობლისთვისაც. ალბათ ხშირად გიოცნებიათ დამჯერ, თვინიერ, ადვილად აღსაზრდელ ბავშვზე, რომელთანაც არანაირი კრიზისული პერიოდები არ იგრძნობა.სამწუხაროდ, ასეთი დამყოლი ბავშვები მომავალში ინფანტილურ მოზრდილებად ყალიბდებიან, რომლებიც დამოუკიდებელ ცხოვრებას ვეღარახერხებენ . ეს კი, დამერწმუნებით, ყველაზე დიდი სასჯელია მშობლისთვის. ასე რომ, ნუ შეგშურდებათ ბავშვების, რომლებიც ყოველი ნაბიჯისგადადგმისთვის ნებართვას მშობლისგან იღებენ. ნორმალურ სიტუაციაში მშობელს ნებისმიერი სირთულის დაძლევა შეუძლია.

6 წესი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად

ზოგიერთ ქალს წლები ემატება, მაგრამ არ ბერდება, სახეზე ნაოჭებს ვერ შეამჩნევთ. ასეთ ქალებს ახალგაზრდობის საკუთარი საიდუმლო აქვთ, მაგრამ არსებობს საერთო წესებიც, რომელთა გათვალისწინება ახალგაზრდობას დიდი ხნით შეგინარჩუნებთ. წესი პირველი: საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით უნდა მუშაობდეს. ამ სისტემის სიჯანსაღე კი საკვებზეა დამოკიდებული. რაციონი უმთავრესად უნდა შედგებოდეს ახალი ხილის და ბოსტნეულისგან, სალათების და ფაფებისგან. კანის სიჯანსაღისთვის სასარგებლოა გვირილის ჩაი. კანის მდგომარეობა დამოკიდებულია წყლის რაოდენობაზეც -რაც უფრო მეტ წყალს დალევთ, მით უფრო ელასტიკური და ჯანსაღი კანი გექნებათ. წესი მეორე: ჯანსაღი ძილი. კანის ყველაზე დიდი მტერი უძილობაა. სწორედ ნორმალური დღის რეჟიმის დამსახურებაა, რომ ადამიანი გაღვიძებისთანავე მხნეა და ხალისიანი. წესი მესამე: სუფთა ჰაერი საჭიროა არა მარტო სილამაზისთვის, არამედ ჯანმრთელობისთვისაც. თუ მთელი დღე დახუთულ ოფისში გიწევთ ჯდომა, შინ მიმავალმა რამდენიმე გაჩერება ფეხით გაიარეთ. ახალგაზრდობის ერთ-ერთი საიდუმლოა შხაპიც: ის მხოლოდ ზედაპირულად კი არ ასუფთავებს სხეულს, არამედ ტოქსინებისგანაც წმენდს. წესი მეოთხე: მიიღეთ ვიტამინები. ვიტამინებს უხვად შეიცავს ხილი და ბოსტნეული. განსაკუთრებით სასარგებლოა ციტრუსები, პომიდორი, ნიგოზი და თაფლი. კარგი იქნება, თუ სპორტით დაკავდებით. წესი მეხუთე: შეინარჩუნეთ კარგი განწყობა. ახალგაზრდობის შენარჩუნებაში დადებითი ემოციები დაგეხმარებათ. იკითხავთ, სად იპოვოთ ამდენი დადებითი ემოცია ამ სტრესით გადატვირთულ სამყაროში და მართალიც იქნებით. მაგრამ თქვენი ნებისყოფის გამოცდაც სწორედ ის არის, რომ სტრესს გაუმკლავდეთ და ბევრი იცინოთ, თუნდაც საკუთარ შეცდომებზე. წესი მეექვსე: ქალის ასაკს ხელები და ყელი ამხელს. ყველაზე მეტი დატვირთვა ხელებს ადგება, მაგრამ ამას ყურადღებას რატომღაც არ ვაქცევთ, ვიდრე კანი თვითონ არ შეგვახსენებს თავს. ჭურჭლისა თუ სარცხის დარეცხვის შემდეგ მკვებავი კრემი წაისვით. ზამთარში ერიდეთ ცივ წყალს, ყინვაში ატარეთ ხელთათმანი.

რა არის შიში ?

რაარის შიში ? ან საიდან მოდის ეს ყოველივე ადამიანში? ერთერთი ინგლისელი მეცნიერი ამბობდა რომ მას ბავშვობაში აშინებდნენ რადგან ძალიან მოუსვენარი და ცუდად აღსაზრდელი ბავშვი იყო , ის სულ რაღაც 4 წლისა იყო როცა ღამით ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშისას რაღაც მოელანდა . როცა გაიზარდა უნდოდა ამოეხსნა ეს თუ რაში მდგომარეობდა ეს მოვლენა , მაგრამ ამაოდ ის გარდაიცვალა 67 წლისა და ამ ხნის განმავლობაში ვერ ამოხსნა ეს მოვლენა ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ რომ არ შეიძლება ბავშვის რაიმეთი შეშინება რადგან ის მოქმედებს მისი ტვინის უჯრედებზე და იწვევს მათ შევიწროებას რის შემდეგაც ეს იწვევს ჰალუცინაციებს მაგალითად ძალიან ბევრია რომელთაც ეშინიათ სიბნელის იმის გამო რომ მათ აქვთ ნანახი რაიმე საშინელებათა ფილმი , მათ აწუხებთ უძილობა და რაიმეს გაშრიალებაზე ისინი ოფლისგან იღვრებიან ერთერთი ინგლისელი მეცნიერი “ჯონ ჰალკბერი” ამტიკიცებდა რომ ადამიანს ეშინია საკუთარი თავის , მას ეშინია შეიხოდეს საწოლის ქვეშ რადგან მას გონია რომ მისი საწოლის ქვეშ რაიმე მონსტრი იმალება , ეს არის “ავადმყოფობა” რომელსას სახელი არ აქვს მას უწოდებენ უბრალოდ შიშს , ძალიან ბევრია ადამიანი რომელსაც ეშიანი ღამით მეორე ოთხში გასვლის რადგან მას ჰგონია რომ მეორე ოთახში ვიღაცის აჩრდილი დაძრწის , არადა მას საერთოდ არ ჰყავს თვალით ნანახი არანაირი ზებუნებრივი არსება მაგრამ მაინც ეშინია . არადა ყველაფერი ამაოა და ბლეფი , სრულიად უსაფუძვლოა დაემყარო შიშს რომელიც თვალით არ გაქვს ნანახი ვერ ხედავ და მის მიმართ განიცდი “ავადმყოფობას” რომელსაც შიში ქვია გაჩნდა აზრი როგორ შეიძლება დავამარცხოთ ეს შიში , მაგრამ ამაზე პასუხი არ ჩანს რადგან ყველა ადამიანში ის გამჯდარია როგორც ნებისმიერი ორგანო . ეს უბრალოდ გარდაუვალია . პირველი პირისგან თითოეულ ჩვენთაგანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც გამოუცდია შფოთვის ან შიშის გრძნობა. უმეტეს შემთხვევაში ეს უსიამოვნო შეგრძნებები უკვალოდ ქრებიან, მაგრამ ხანდახან იზრდებიან, ძლიერდებიან და შეუძლიათ ცხოვრებაში ძლიერ შეგვიშალონ ხელი. როგორ გავუმკლავდეთ ფობიებს და ნევროზის სხვა გამოვლინებებს? საჭიროა თუ არა ამისათვის მივმართოთ ექიმს? ცხოვრებისეული შემთხვევა ბავშვობიდან ჩვენ ყველას გვასწავლიდნენ, რომ ჭამის წინ ხელები დაგვებანა. ერთი ჩემი ნაცნობისათვის ეს ჩვევა აკვიატებულ მოქმედებად იქცა. თავიდან ყველა აღფრთოვანებული იყო მისი სისუფთავით, მაგრამ შემდგომ მისი ეს თვისება, დაებანა ხელები ნებისმიერ ნივთთან ყოველი შეხების შემდეგ, ყოველგვარ საზღვრებს გასცდა. რამდენჯერ იბანდა ხელებს დღეში, არავის შეეძლო დაეთვალა, თვით მასაც კი; მას შემდეგ კი, რაც გოგონა საათზე მეტ ხანს იჯდა საპირფარეშოში, იმის გამო, რომ მან კარი არ გააღო ხელების დასვრის შიშით, ჩემი მეგობრის ნათესავები მიხვდნენ, რომ უკვე რამე უნდა ეღონათ. მრავალი უშედეგო ცდის შემდეგ, გამკლავებოდნენ ამ აკვიატებულ თვისებას, მიმართეს ექიმ-ფსიქოთერაპევტს. საბედნიეროდ, მათ დასახმარებლად დროულად მიმართეს ექიმს და ამიტომ მკურნალობა ხანმოკლე და შედეგიანი აღმოჩნდა. რამოდენიმე კვირიანი ფსიქოთერაპიის ფონზე მიღებული მედიკამენტების შემდეგ გოგონამ შეძლო კვლავ დაბრუნებოდა ნორმალურ ცხოვრებას. როგორ ჩნდება შიშები თქვენ იტყვით-ეს უკიდურესი შემთხვევაა და არცთუ ხშირად ხდებაო. ეს ნამდვილად ასეა, თუმცა ბედის ირონიით, ნაკლებად გამოხატული შიშები ძალზე ხშირია. სტატისტიკის მიხედვით – მთელს მსოფლიოში სხვადასხვა ფობიებით იტანჯება ადამიანთა 4-დან 12%-მდე, ანუ ყოველ მე-10ზე მეტი! შთამბეჭდავია არა? სამწუხაროდ, ადამიანების დიდი ნაწილი, სხვადასხვა მიზეზით, საკუთარ შიშებს მალავს და არ მიმართავენ ექიმ-ფსიქოლოგებს, მათ შორის იმიტომაც, რომ კვლავ ეშინიათ. როგორ ჩნდება შიში და რატომ რცხვენიათ ადამიანებს მიმართონ სპეციალისტებს? ამის მიზეზი, როგორც წესი, სხვადასხვაა. ჩვენი ცხოვრების გიჟური რიტმი და ინფორმაციის მასიურობა უკანასკნელ წლებში მუდმივად აფართოებს „ნორმალური” ადამიანის მდგომარეობის საზღვრებს. იმისათვის რომ ყველაფერი მოვასწროთ, გვიწევს დავაჩქაროთ ჩვენი ცხოვრების რიტმი. ეს ყოველთვის არ რგებს ჩვენს ჯანმრთელობას და შიში კი „ვერ მოვასწრებ” უფრო ართულებს სიტუაციას. შედეგად გვიძნელდება სიმტკიცისა და თვითდაჯერებულობის შენარჩუნება კრიტიკულ სიტუაციებში. როცა თვითშეფასება ეცემა, გარშემო ბევრი რამ გაუგებარი და სახიფათო გვეჩვენება, ეს კი საუკეთესო გარემოს ქმნის შიშების წარმოსაქმნელად. კონკრეტულად როგორ შეიძლება წარმოიშვას შიშები და ფობიები? განსაზღვრულ სიტუაციაში, მაგ. ხალხით გადავსებულ მეტროს ვაგონში- ადამიანს უჩნდება უჰაერობით გაგუდვის ან ჭკუიდან შეშლის შიში. შიში თავისთავად მძაფრდება და ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეგრძნება, რომ იგი ვერ გაუმკლავდა შიშს და ამ გრძნობამ დაიწყოს „დამოუკიდებლად არსებობა”, ადამიანის კონტროლის გარეშე. ამის შემდეგ შეიძლება განვითარდეს იმის შიში, რომ ეს უსიამოვნო შეგრძნებები გაჩნდება იმავე ადგილას, იმავე სიტუაციაში, მეტროში, პიკის საათებში. ამ პერსპექტივით შეშინებული გაურბის მეტროთი მგზავრობას, ხალხმრავლობას სხვა მსგავს სიტუაციებს. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს ცხოვრების ხარისხს: რადგან შიშით შეპყრობილი ადამიანისთვის ფსიქოლოგიურად რთულია მეტროთი მგზავრობა, ის გაცილებით მეტ დროს დახარჯავს მიწისზედა ტრანსპორტით გადაადგილებაზე. ახლა რა ვქნათ? გასაგებია, რომ ასეთ სიტუაციაში მთავარია შენარჩუნებულ იქნეს სიმშვიდე და თვითდაჯერებულობა. ნებისმიერი შიშისგან შეიძლება განთავისუფლება, თუ არ ჩაიკეტებით საკუთარ თავში, იმოქმედებთ და დახმარებისთვის მიმართავთ როგორც საკუთარი თავის, ასევე გარშემომყოფებს, მათ, ვისაც შეგიძლიათ პრობლემები და განცდები გაუზიაროთ. ასწიეთ თქვენი თვითშეფასება, ისწავლეთ ყოველდღე დაძლიოთ შიში, იკითხეთ წიგნები და უყურეთ ფილმებს, რომლებიც შიშისგან განთავისუფლებაში დაგეხმარებათ. თუ ზემოთ ჩამოთვლილი საშუალებები არ გშველით, მიმართეთ სპეციალისტს -ფსიქოთერაპევტს. როცა ფობიები, აკვიატებული და სხვა შფოთვის გამომწვევი დარღვევები იმდენად გამოხატულია, რომ ხელს გიშლით ცხოვრებაში, ასეთ დროს ექიმ-ფსიქოლოგთან მისვლა დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ მათგან და დაიწყოთ ცხოვრება სრული რიტმით. ფსიქოთერაპევტი – ვინა არის ის? ფსიქოთერაპევტი – ესაა სპეციალისტი, რომელიც მუშაობს სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და სამედიცინო პრობლემებთან. ხალხის ნაწილს აქ უჩნდება კითხვა” „ამ სპეციალისტმა მე რა უნდა გამიკეთოს?” „ფსიქოტროპული წამლებით უნდა მკვებოს?” სინამდვილეში ფსიქოთერაპევტი – ისეთივე ექიმია, როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მაგრამ თუ გასტროენტეროლოგი მკურნალობს გასტრიტს ან ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭებისგან გათავისუფლებაში გეხმარებათ, ფსიქოთერაპევტი გეხმარებათ განიკურნოთ შიშებისა და სხვა პრობლემებისაგან. განსხვავება იმდენად დიდი არაა, რომ უარი ვთქვათ ამ დახმარებაზე და ველოდოთ, შიში როდის გამძაფრდება და შთანთქავს ადამიანის ძალებსა და ენერგიას. თუ თქვენ მოიტეხეთ ფეხი, მიდიხართ ტრავმატოლოგთან და გიკეთებენ თაბაშირს, რათა ძვალი სწორად შეხორცდეს. ჩვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობაც შეიძლება გატყდეს: ეს არ იქნება ისეთი შესამჩნევი, როგორც ფეხის მოტეხვა, მაგრამ შედეგი შეიძლება უფრო სამწუხარო აღმოჩნდეს. სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის მიღებული იყო, ყურადღება არ მიგვექცია ისეთი „წვრილმანებისათვის” როგორიც ფსიქოლოგიური პრობლემებია: თუ გსურს ამოთქვა- გაუზიარე მეგობარს. მამაკაცებში კი ამაზე ლაპარაკი საერთოდ მიუღებელია. არადა ეს ძალზე მნიშვნელოვანი საკითხია. სულიერი ჯანმრთელობა შეიძლება დაიკარგოს შეუმჩნევლად: ამასთანავე არ გტკივა მუცელი ან წელი და მარტო გრძნობები: მწუხარება, შიში, შფოთვა – გვაგრძნობინებენ, რომ ყველაფერი წესრიგში არაა. ამიტომ საჭიროა ყურადღებით მოვეკიდოთ საკუთარ ფსიქოლოგიურ მოთხოვნილებებს. არის სიტუაციები, როცა გულახდილი საუბარი მეგობართან არაა საკმარისი პრობლემის გადასაწყვეტად. ამ შემთხვევაში უნდა მიმართოთ ექიმ-ფსიქოთერაპევტს და მკურნალობა იქნება აზრიანი, ყურადღებიანი და პროფესიონალური. როგორ იკურნება შიშები თავიდან ექიმი-ფსიქოთერაპევტი ყურადღებით მოუსმენს პაციენტს და შეაგროვებს ინფორმაციას იმაზე, თუ რამდენი ხანია აწუხებს ეს შიში, რაში გამოიხატება და რა პირობებში იჩენს თავს. შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში პაციენტს უტარდება დამატებითი გამოკვლევა. საქმე იმაშია, რომ ხანდახან შიშები, ფობიები და სხვა ნევროზული გამოვლინებები გამოწვეულია არა მარტო ფსიქოლოგიური პრობლემებით, არამედ ნერვული სისტემის დისფუნქციით და შინაგანი ორგანოების დაავადებებითაც კი, მაგ. გამოწვეული ტვინის ჟანგბადით მოაარაგების დეფიციტით ჯერ კიდევ მშობიარობის დროს. ასეთ შემთხვევაში დამატებითი გამოკვლევა დაეხმარება ექიმს მკურნალობის სწორი ტაქტიკის არჩევაში. როცა დიაგნოზი აშკარაა, იწყება თერაპია. ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტს შეიძლება დაენიშნოს პრეპარატები, რომლებიც შეამცირებენ შფოთვის შეგრძნებას, გააუმჯობესებენ თავის ტვინის კვებას და განამტკიცებენ ნერვულ სისტემას. მიზანი მათი დანიშვნისა არის ორგანიზმის მედიკამენტოზური მხარდაჭერა, იმ ცვლილებების კორექცია, რომლებიც აღმოჩენილ იქნა. წამლების პარალელურად ან მათ გარეშეც კი, ტარდება ფსიქოთერაპიული მკურნალობა ფსიქოთერაპევტის მკურნალობის მეთოდი- ფსიქოთერაპიაა. ადამიანის დახმარების ასეთი მეთოდი- არა „მხოლოდ საუბარია”, როგორც ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ. ეს საუბარი აგებულია განსაზღვრული სახით და მისი დახმარებით პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა დაინახოს ის, რაც დაეხმარება შიშის დაძლევაში. რიგ შემთხვევებში შეიძლება სამკურნალო ეფექტი პაციენტის გაუცნობიერებლადაც მოხდეს. როგორც წესი ფსიქოთერაპევტი ფლობს ფსიქოთერაპიის რამოდენიმე მეთოდს. პაციენტთან საუბრისას სპეციალისტი საზღვრავს, რომელი მეთოდია უკეთესი ამ ადამიანისათვის და იწყებს ფსიქოთერაპიულ მკურნალობას, საჭიროების შემთხევაში სხვა ფსიქოთერაპიულ მეთოდებთან კომბინირებით. ამ მუშაობის შედეგად პაციენტს შესაძლებლობა ეძლევა გაუმკლავდეს შიშს, შფოთვას, აცნობიერებს შიშის წარმოშობის მიზეზებს და სწავლობს მის წარმატებულად დაძლევას. ეს საშუალებას აძლევს მას დაიწყოს სრულფასოვანი ცხოვრება შიშისა და შფოთვის გარეშე.

ქალის ფსიქოლოგია

ფსიქოლოგიის ძალა ნუ მოგაკლდებათ. მიუხედავად ჩემი ინდივიდუალისტური ხედვისა, მაინც, სამწუხაროდ, დღევანდელი გადასახედიდან არსებობს ქალის უნივერსალური თვისებათაგანი, რომლებიც ერთიან ღერძს ქმნის. მოდით გამოვყოთ ისინი. სანამ წერას დავიწყებდე მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი იწერება მას შემდეგ რაც ფროიდის, იუნგისა და სხვა სოციალური ფსიქოლოგიის წარმომადგენლების თეორიები შევისწავლეთ და შემდეგ პრაქტიკული გამოვლინებას ვპოვეთ, არა უმცირეს ერთი წლისა. + ქალს შეუძლია, მამაკაცისაგან გასხვავებით, კონცენტრირებული იყოს მრავალ საგანსა თუ საკითხზე. მაგალითად ქალისათვის სრულიად შესაძლებელია ილაპარაკოს ტელეფონზე, უყუროს და გაანალიზოს ტელევიზორში მიმდინარე გადაცემა, მოუაროს ხელში დაჭერილ ჩვილს და ამასთანავე სახლიდან გასასვლელად მომზადებულ მეუღლეს შესძახოს სახლში პურის მოტანა არ დაგავიწყდესო. ეს ქალის ერთ-ერთი დიდი უპირატესობაა. თუმცა ყველაფერს თავისი ორი მხარე აქვს. სამაგიეროდ ქალს უჭირს ცივ ოთახში ჯდომა და სადოქტორო ნაშრომის თავაუღებელი წერა, რადგან მისი ბუნება მუდმივად აქტივობისა და მრავალი წყაროს მიღების სურვილით არის განმსჭვალული. + ქალი ბევრად უფრო სწრაფად აღიქვამს ვიზუალურად ადამიანს, ვიდრე ამას მამაკაცი ახერხებს. თუ ქალისათვის კაცის შესასწავლად 3-4 წამი კმარა, მამაკაცის შემთხვევაში ამისათვის შეიძლება 15-25 წამიც არ კმაროდეს. ქალისათვის ადამიანის შესწავლა იწყება ფეხებიდან ზევით და არა პირიქით. + ქალი (ინდივიდუალურ გამონაკლისებს არ ვგულისხმობ) თითქმის არასდროს არ არის მიმართული ფორმალური ლიდერობისაკენ, მას სტატუსური განსაზღვრა შეიძლება არც აღელვებდეს. მაგალითად თუ კაცი უნდა იწოდებოდეს ოჯახის წამყვანად, ქალისათვის ეს ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს, პირიქით, თავისი მორჩილებით იგებს და მართავს მამაკაცს. თუ მამრობითი სქესისათვის მთავარია მას ერქვას ლიდერი, მდედრისათვის ლიდერობა ისედაც ცხადი ხდება, როდესაც რუხი კარდინალივით ჩრდილში დგას, მაგრამ მისი რჩევა უკვე კანონად არის ხოლმე აღქმული. ამიტომაა ძალიან ხშირად ცოლები ისე მართავენ მამაკაცებს, რომ საქმეს აშკარად ეტყობა ქალური ხელი. ქალი ყოველთვის თავის აზრს გაიტანს, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ მდედრის მიერ “გატანილი” იდეა არ იყო წარმატებული და მამაკაცმა წამოაყვედრა – ეს ხომ შენი იდეა იყოო – ქალი ყოველთვის მშვიდად უპასუხებს: მერე შენ რას მიკეთებდი მამაკაცი არ იყავიო. + ქალები სიმბოლისტები არიან. მათთვის საუბრისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანია მიმიკებისათვის დაკვირვება. ასევე ისინი დებენ ქვეტექსტებს და იმავეს ეძებენ კოლეგასთან ან ოპონენტთან საუბრისას. ანუ ქალმა ქალს თუ შესთავაზა მაღაზიებში საღამოს საათებში გასვლა, შეთავაზების მიმღები აუცილებლად ჩაუღრმავდება საკითხს და დასვამს კითხვას, რატომ მაინცდამაინც საღამოს საათებში, რატომ მაინც და მაინც ამა თუ იმ მაღაზიაში, რატომ მკითხა ეს ამა და ამ დროს და ასე შემდეგ… ხოლო მამაკაცმა მეგობარს რომ მიმართოს წამო დასალევათ გავიდეთო არავითარი ქვეტექსტი იქ არ იქნება. + ფროიდისეული დაკვირვება (რომელიც არც პირადი და არც სანდო ადამიანის პრაქტიკული დაკვირვებით არ შემიძლია გავამყარო) ცხადჰყოფს, რომ გოგონა, რომელიც მოკლებულია მამისაგან ყურადღებასა და სითბოს, ან საერთოდაც არ ჰყავს იგი, ამ შემთხვევაში უყვარდებათ თავისზე ბევრად უფრო დიდი, შეიძლება მამისტოლა კაცების კი. + ქალები საკუთარ თავზე საუბრის დიდი მოყვარულები არიან. ამიტომაც რამდენადაც დიდი ხანი მიდის მასზე ბაასი იმდენად დიდად იხიბლება იგი თქვენით და მეტიც, ამ დროს იგი დროის შეგრძნებასაც კარგავს. + ქალი შენიღბვის დიდოსტატია, მაგრამ მისი სახისა და სხეულის რამდენიმე ნაწილი აუცილებლად ყიდის მას (ქალებო არ ჩამოქოლოთ): 1. ტუჩები – ქვედა ტუჩის ურჩობა ადამიანთან და მით უფრო ქალთან ძალიან ხშირი მოვლენა. როდესაც ქვედა ტუჩი ოდნავ მაინც იწევს წინ ის უკვე იმდენად დიდი ინფორმაიციის მატარებელია, რომ შეიძლება გაგეღიმოთ კიდეც. ამ დროს ქალი თავის სექსუალურ აღგზნებას, ან რაიმე გამომწვევისაკენ სწრაფვას ამჟღავნეს. ქვედა ტუჩზე კბენით ქალი ან თავის ნერვიულობას გამოხატავს, ან მორცხვ ნდომას, ან შფოთს (სიტუაციის მიხედვით), თუმცა აუცილებლად ოდნავი დაძაბულობის თანხლებით ხდება აღნიშნული აქტი. ორივე ტუჩის წინ წამოწევა სიბრაზის, ან დაცინვისა და ქედმაღლობის გამომსახველია, თუმცა ამ დროს თვალებზე დაკვირვებაც არ იქნება ურიგო, რადგან თუ ოდნავ მაინც მოიჭუტა ჭრილი, ეს უკვე სწორედ ქილიკზე მიუთითებს. ტუჩების მალვა (კბილებისაკენ მოქცევა) გაურკვევლი მდგომარეობის გამოსახულებად, ფიქრში გართულობასთან ასოცირდება. 2. თვალები – ქალს შეუძლია დამალოს სევდა, მაგრამ მისი თვალები, კაცისაგან განსხვავებით, აუცილებლად გაჰყიდიან მას. თვალების კონტროლი, რამდენადაც კარგი მსახიობი ქალი არ უნდა იყოს იგი, თითქმის შეუძლებელია, ფერების დეფორმაციის გამო. როდესაც ქალის თვალები ფერს იცვლიან (შიდა – ყავისფერი ნაწილი იკავებს ფერად ნაწილს, ან პირიქით), ამ შემთხვევაში საქმე აუცილებლად შინაგან ქაოსთან გვაქვს, რომელიც (სიტუაციის მიხედვით) ან დიდი მწუხარების ან დიდი სიხარულის გამომხატველია. თუ ქალთან ერთად მეტ-ნაკლებად ფართო აუდიტორიაში ან სუფრაზე მოხვდით მაშინ სწორედ თვალებს უნდა დააკვირდეთ. თუ სხვა ადამიანის საუბრისას ქალი გაშტერებული მიცქერებია ვინმეს ან რამეს, მაშინ უნდა გახსოვდეთ, რომ იგი ამ დროს კონცენტრირებული სულაც არ არის ობიექტზე, არამედ ფიქრებშსაა მიცემული, მაგრამ აუცილებელი პირობაა იცოდეთ ისიც, რომ ყოველ სიტყვას მაინც იჭერს იგი და თუ რაიმე საინტერესოს მოკრა თვალი უცებ მკაცრად გადმოგხედავთ და გამჭოლი მზერით მიგახვედრებთ მე აქ ვარო. 2.2. თუ სახე ხელის მტევანზე უდევს ეს დაღლის ან/და წყენის ნიშანია, თვალები ცრემლიანდება, მაგრამ სწორედ ამ დროს იღვიძებს არათეატრალური, ინსტიქტური ბუნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მდედრობითი სქესი სიტუაციის ანალიზზეა გადართული, თქვენ ნებისმიერ კითხვას კი ზერელედ უპასუხებს. 2.3. ქალის კონცენტრირებულია მაშინაც როცა თვალებს აქეთ-იქით აცეცებს. 3. ჯდომის მანერის მიხედვით – თუ ქალი სკამზე ზის და ხელები ერთმანეთთან მიტანილი აქვს ისე თითქოს ლოცულობსო, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ იგი მთლიანად მსახიობადაა ქცეული და ხელოვნურ ზეწოლაზეა აქცენტირებული, რითაც თითქოს თავის უპირატესობას გამოხატავს თქვენზე. 3.2. თუ ქალი ჯდომისას ხელებჩაჭიდებულია სკამს, ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ნერვიულობისაგან იწურება. 3.3. თუ ქალს ჯდომისას ფეხი ფეხზე აქვს გადადებული, ათამაშებს მას, ერთ-ერთი ხელიც თავისუფლად აქვს, ეს იმის მაუწყებელია, რომ იგი სრულიად არ არის შეზღუდული და გახსნილია ნებისმიერი ინფორმაციის გასაცემად და მისაღებად (დაუკვირდით ხელში კალამს არ ათამაშებდეს, რაც იმის მანიშნებელია, რომ დაძაბულობის მოხსნას სხვა რამეზე ყურადღების გადატანით ცდილობს). 4. თმა – ეს ყველაზე მეტად შეუსწავლელი და ყველაზე მეტად სწორი ინფორმაციის მომწოდებელია. როგოროც კი ქალი შფოთავს მისი თმა ტალღისებურ ფორმას იძენს და სულ ოდნავ იბურძგნება. რაც უფრო მშვიდია იგი, თმა ატლასივით ხდება, ერთ მასად გარდაიქმნება და არა ცალკეულ ღერებად. თუ ქალი თმის გადაწევას უკან ცდილობს, ესე იგი მისი მიზანი რაიმეზე დაკვირვება და კონცენტრირებაა. თუ ქალს გრძელი თმა აქვს და ზურგიდან უყურებთ მას, მაშ დააკვირდით, მისი უკანა ფორმა უმეტესად ნელა უნდა ირხეოდეს (რაც ბუნებრივი მდგომარეობის გამომსახველია), მაგრამ თუ იგი ძალიან დიდი ამპლიტუდით იცვლება, მაშინ იგი ამით აუცილებლად ცდილობს თქვენს მოჯადოებას და ერთგვარ ჰალუცინაციის ეფექტის შექმნას. 4.2. თუ იგი საუბრისას თმას იხვევს, ან უბრალოდ ხელში ათამაშებს აუცილებლად შფოთავს და ცდილობს თავისი ყურდღება მასზე გადაიტანოს, თუმცა მის მიმიკას თუ დაუკვირდებით, შეიძლება მიხვდეთ კიდეც – თქვენ მოსახიბლავად სპექტაკლი იდგმება. 5. ენა – თუ საუბრისას ქალმა ენა ერთი წამით მაინც გამოყო ტუჩების დასასველებლად, ჩათვალეთ რომ მას უმნიშვნელოვანეს საკითხზეც (“ოო, როზალინდა, ცოლად გამომყვები?”) კი პასუხის გასაცემად მზადაა. 6. ცხვირი – თუ საუბრისას ცხვირს ეხება, ეს ნიშნავს, რომ მთლად ჭეშმარიტების მოწოდების ხასიათზე არ დგას იგი. 7. იმ შემთხვევაში თუ ქალი თქვენ ტუჩებს შეხედავს და აქტიურად აკვირდება მას ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მოინუსხა თქვენით, შეიძლება მოწყალებასაც კი ელოდებოდეს თქვენგან ან წინამძღოლად გაღიარათ. 8. ლოყები – მათი სიწითლე თუ არც ისე მნიშვნელოვანი გარემოების პირობებში წარმოიშვა მაშ იცოდეთ, რომ საქმე უბრალო ნერვიულობასა ან დაბნეულობასთან გვაქვს, მაგრამ თუ იგივე ბუნებრივი აკიაფება რაიმე დაძაბულობის მოხსნის, ჩხუბის, სირთულის გადალახვის შემდეგ მოხდა, ეს იმის მაუწყებელია რომ ქალი სექსუალურად აღიგზნო. არის კიდევ სხვა ელემენტებიც, მაგრამ რახან ისინი უმეტესად ორივე სქესზე არის გათვლილი (ხელის გულების ჩვენება, შუბლის მიმართულებით ყურება, ორი თითის ქნევის კომბინაცია და სხვა), ამიტომ მას სხვაგან შევეხები. და მაინც, როგორ შეისწავლება ქალი?! საერთოდ ქალებს მოსწონთ ისეთივე კაცები, როგორადაც თავისი ცხოვრების პირველი ავტორიტეტი (უმეტესად მამის სახით) წარმოუდგებათ. მაგრამ ქალის უკეთ შესასწავლად აღნიშნული მეთოდი არ გამოდგება, რადგან პირველი ავტორიტეტი, სწორედ ძალასა და ძალისმიერ ფენომენზეა დამყარებული. ცხოვრებაში ძალისმიერი ეფექტი ნებისმიერ შემთხვევაში აქტუალურია, რაოდენ კეთილებიც არ უნდა ვიყოთ (მივმართავ მამაკაცებს! ისე კი სიკეთე ყველაზე დიდი ძალაა) მაინც. მაგრამ გაინტერესებთ როგორ გარდაიქმნება ქალური ლივლივა ოკეანე, აქოჩრილი ტალღების მშობელად?! მაშ ერთი დღე მოექეცით მათ თავიანთი წესებითა და ქცევებით და იმ წუთასვე მიიღებთ შედეგს.

ფსიქოლოგიური ტესტი

ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. ეს თამაში სულ რაღაც 2-3 წუთს წაგართმევს, მაგრამ გაითვალისწინე ერთი რამ: თავის მოიტყუება არ შეიძლება! ჩამოწერე დავალებები და პასუხები შეადარე და მართლა ყველა პასუხი შეემთხვევა დავალებებს. აბა, დაიწყე!!! 1. ჯერ ჩამოწერე რიცხები 1–დან 11–მდე 2. შემდეგ 1 და 2 მოპირდაპირეთ დაწერე ორი ნებისმიერი რიცხვი 3. 3 და 7 მოპირდაპირეთ დაწერე საპირისპირო სქესის ორი ნებისმიერი სახელი 4. 4, 5 და 6 მოპირდაპირეთ დაწერე მეგობრების ან ნათესავების საყვარელი სახელები 5. 8, 9, 10 და 11 მოპირდაპირეთ დაწერე ოთხი სიმღერის სახელი (არ მოიტყუო თავი!) 6. და ეხლა ბოლოსდაბოლოს ჩაიფიქრე სურვილი ეხლა კი თამაშის გასაღები… 1. რომ აგისრულდეს შენი სურვილი, შენ უნდა დაწერო ეს სურვილი დაღეჭო და გადაყლაპო 2. ადამიანი, რომლის სახელიც გიწერია მე–3 პუნქტთან, შენი შეყვარებულია 3. ადამიანი, რომლის სახელიც გიწერია მე–7 პუნქტთან, შენ ძალიან მოგწონს, მაგრამ მასთან შეხვედრა არასდროს გქონია 4. ყველაზე მეტად შენ ზრუნავ ადამინზე, რომელიც მე–4 ნომერთან გიწერია 5. ადამიანი, რომელიც მე–5 ნომერთან გიწერია, შენ ძალიან კარგად გიცნობს 6. ადამიანი, რომელიც მე–6 ნომერთან დაწერე, შენი “ბედის ვარსკლავია” 7. მე–8 პუნქტთან სიმღერა ასოციაციას გიწვევს ადამიანთან, რომელიც მე–3 პუნქტთან გიწერია 8. მე–8 პუნქტთან სიმღერას უძღვნი ადამიანს, რომელიც მე–3 პუნქტთან გიწერია 9. მე–10 პუნქტი – სიმღერა, რომელიც შენზე და შენ ფიქრებზე გიამბობს 10. მე–11 სიმღერა ასახავს შენ ურთიერთობას ცხოვრებასთან 11. რას ნიშნავს პირველ პუნქტთან დაწერილი რიცხვი არავინ იცის, მაგრამ აშკარად ეს რიცხვი შენთან ახლოს დგას.